ვალენსიური კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა 28 წლის ნახევარმცველი მილოშ ნინკოვიჩი, რომელიც კიევის "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა იჯარით ფრანგულ "ევიანში" თამაშობდა. ნინკოვიჩი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება, ასე რომ, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მის სანაცვლოდ ევროს გადახდაც არ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი 9 წლის განმავლობაში ირიცხებოდა კიევის "დინამოში". "ვილიარეალში" მან ამერიკაში წასული მარკოს სენა უნდა შეცვალოს.
ასევე იხილეთ:
მარკოს სენა კარიერას ამერიკაში დაასრულებს