"ვილიარეალი" კიევის "დინამოს" ნახევარმცველით ძლიერდება

AutoSharing Option
ესპანური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული "ვილიარეალი" გაძლიერებას აპირებს.

ვალენსიური კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა 28 წლის ნახევარმცველი მილოშ ნინკოვიჩი, რომელიც კიევის "დინამოს" საკუთრებაა, თუმცა იჯარით ფრანგულ "ევიანში" თამაშობდა. ნინკოვიჩი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება, ასე რომ, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მის სანაცვლოდ ევროს გადახდაც არ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი 9 წლის განმავლობაში ირიცხებოდა კიევის "დინამოში". "ვილიარეალში" მან ამერიკაში წასული მარკოს სენა უნდა შეცვალოს.

ასევე იხილეთ:
მარკოს სენა კარიერას ამერიკაში დაასრულებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული