მადრიდის "რეალი" ისკოს და გარეთ ბეილს ივლისში წარადგენს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალი" ისკოს და გარეთ ბეილს ივლისში იყიდის.

ისკოს თაობაზე "მალაგასთან", ხოლო ბეილის შესახებ "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებებს გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი აწარმოებს.

პრესის ცნობით, ორივე ტრანსფერი, სავარაუდოდ, განხორციელდება, თუმცა დეტალების შეთანხმებას დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ისკო ევროპის ახალგაზრდული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილში 100 მილიონ ევროს იხდის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული