ფეხბურთელის ტრანსფერის თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება. ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი. გარიგების შესახებ კი მომავალ კვირას გაცხადდება. ამის შესახებ ცნობას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.
"რეალისა" და "მალაგას" ხელმძღვანელები ერთმანეთს 21 ივნისს შეხვდნენ, სადაც ისკოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელით ასევე დაინტერესბულია "მანჩესტერ სიტი".