როგორი შემტევი ექვსეული სურთ მადრიდის "რეალის" ფანებს

AutoSharing Option
გაზეთმა "მარკამ" მადრიდის "რეალის" ფანების გამოკითხვა მოაწყო, თუ როგორი სურთ მათ "სამეფო კლუბის" შეტევის ხაზი.

მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიოს დროს "რეალი" 4-2-3-1 სქემით თამაშობდა, ხოლო კარლო ანჩელოტიც, დიდი ალბათობით, ამ განლაგებით ათამაშებს გუნდს.

მკითხველებს უნდა აერჩიათ 2-3-1 ყველა სასურველი ფეხბურთელი. საყრდენ ნახევარმცველებში ტორსიდა ჩაბი ალონსოს (14,9%) და ლუკა მოდრიჩს (9,8%) აძლევს უპირატესობას. მადრიდელებს მოდრიჩი ურჩევნიათ გერმანელ სამი ხედირას, რომელიც მოურინიოს დროს ხელშეუხებელი იყო. მე-4 ადგილზე გავიდა კასემირო, რომელმაც ხმების 1% მიიღო.

შემტევ ნახევარმცველთა სამეული კი (მარჯვნიდან მარცხნივ) ასე გამოიყურება: მესუთ იოზილი
(14,8%), ისკო (14,9%) და კრიშტიანო რონალდო (15,8%). ძალიან ცოტა მიიჩნევს, რომ ანხელ დი მარია იმსახურებს სასტარტოს როლს - 3,6%. კიდევ უფრო ნაკლებს სჯერა კაკასი (1,8%) და ხოსე კალეხონის (1%).

ცენტრფორვარდის როლისთვის ზედგამოჭრილი (ფანების აზრით) ქარიმ ბენზემას კანდიდატურაა - 8,5%. შემდეგ მოდიან ხესე როდრიგესი (6,2%), ალვარო მორატა (4,1%).

ამ გამოკითხვაში მონაწილეობა 30 ათასმა ფანმა მიიღო.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალის" ფანების ნახევარი კარლო ანჩელოტის არ ენდობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული