"კაკა "რეალის" ფეხბურთელია და სეზონისთვის მზადება შესანიშნავად დაიწყო. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და გარკვეულწილად მოტივირებულია.
იგუაინს ველაპარაკე, ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა. ის ჯერ კიდევ "რეალის" ფეხბურთელია და ბედნიერია, რომ ჩვენთან ერთადაა.
ილიარამენდი და ისკო ადაპტაციას გადიან. ისინი ცოტას საუბრობენ, რაც ნორმალურია და გუნდს ენთუზიამს მატებენ.
ბეილი? შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ვერ ვიმსჯელებ ფეხბურთელებზე, რომლებიც "რეალში" არ ირიცხებიან. ყველამ იცის, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია.
კოენტრაუც "რეალის" ფეხბურთელად რჩება. ის ძლიერი მარცხენა
ვინ გამაოცა? კარვაჰალმა. მასზე ბევრი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ ის დაუღალავი შრომით გამოირჩევა", - თქვა ანჩელოტიმ.