კაკა: მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაკამ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ახალ სეზონს.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს, რათა ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს.

"მოუთმენლად ველი ახალ სეზონს. ბევრი რამის იმედი მაქვს. პირველ რიგში მინდა, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივიღო, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდე.

ანჩელოტიმ იცის ჩემი სურვილის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგად ვიმუშავებთ",
- თქვა კაკამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული