სამი ხედირა ორ მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა, რომელმაც ტრავმა "ბეტისთან" (2:1), ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში მიიღო, გუნდის უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს.

თავდაპირველად კლუბის სამედიცინო პერსონალმა ფეხბურთელს მუხლის რთული ტრავმა დაუდგინა, თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხედირას კუნთი ჰქონდა გაჭიმული.

აქედან გამომდინარე, გერმანელი ფეხბურთელი "ალ-სადდსა" და "გრანადასთან" შეხვედრებს გამოტოვებს.

მომზადებულია Defensa Central-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული