სანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის მატჩში "რეალმა" "ალ-სადს" ანგარიშით 5:0 მოუგო. მადრიდელთა შემადგენლობაში გოლის გატანა შეძლო რაულმაც, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "რეალში" გაატარა.
მეტოქის კარი ასევე აიღეს ქარიმ ბენზემამ (პენალტი), ისკომ და ხესემ (დუბლი).
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რომელიც ამ მატჩს დაესწრო. მუდმივად ტაბლოსკენ მეჭირა თვალი, მინდოდა, დრო გაჩერებულიყო.
იმედი მაქვს, ფანებს თამაში მოეწონათ. ჩემთვის დიდი პატივია "რეალის" მაისურით კიდევ ერთხელ თამაში. მსგავსი შეგრძნება
"რეალის" ღირსებას 16 წლის განმავლობაში ვიცავდი და ეს ჩემი სახლია. ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ კლუბის კარი ყოველთვის ღიაა ჩემთვის", - აქვეყნებს რაულის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
36 წლის ფორვარდმა თავისი კარიერის განმავლობაში, "რეალის" ფორმით, ყველა ტურნირში ერთად, 741 მატჩი ჩაატარა და 323 გოლი გაიტანა.