Marca: იკერ კასილიასი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი ძირითად შემადგენლობაში პირველ მატჩს 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც "სამეფო კლუბი" "გალათასარაის" დაუპირისპირდება.

ახლო მომავალში 32 წლის გოლკიპერი ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში ითამაშებს.

დიეგო ლოპესი კი, ვინც სეზონის სტარტზე ძირითად მეკარედ მოიაზრებოდა, თამაშს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში გააგრძელებს.

ასეთი როტაცია "რეალში" 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.

გამოცემის ცნობით, კასილიასი ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდება, სადაც მეკარის სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული