მადრიდის "რეალის" პორტუგალიური დანაკლისი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 25 წლის პორტუგალიელი მცველი ფაბიო კოენტრაო "სამეფო კლუბის" უახლოეს მატჩებს გამოაკლდება.

ტრავმა მცველმა პორტუგალიის ნაკრებში მიიღო - მან გვერდი დაიზიანა და ექიმთა მტკიცებით, 2 კვირას გამოტოვებს.

კოენტრაო "რეალს" "ვილიარეალთან" და "ხეტაფესთან" მატჩებში ვერ დაეხმარება.

ის არც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში იქნება თურქული "გალათასარაის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-ბრაზილიის ამხანაგური შეხვედრა მცირე ტრავმის გამო  გამოტოვა კრიშტიანო რონალდომ.

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-პორტუგალია 3:1- ნეიმარის სოლო-გასროლა [VIDEO]