ხერარდო მარტინო: ალექსის სანჩესი ბრწყინვალე იყო [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდს" უმასპინძლა და 4:1 სძლია.

მე-10 წუთზე პატრიკ ებერტის პასით ხავი გერამ გახსნა ანგარიში. მე-14 წუთზე ალექსის სანჩესმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" სამი უპასუხო გოლი გაიტანა: სტუმართა კარში გოლები ჩავიმ (52-ე წუთი), სანჩესმა (64) და ნეიმარმა (70) გაიტანეს.

"ბარსელონას" 8 ტურის შემდეგ ამდენივე გამარჯვება აქვს ლა ლიგაში.

მატჩის შემდეგ ხერარდო მარტინომ ჩილელი ფეხბურთელი შეაქო - ალექსის სანჩესმა "ბარსას" მესის არყოფნა არ დაატყო, მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული