მადრიდის "რეალის" ვალი 541 მილიონ ევროს შეადგენს

AutoSharing Option
ინფორმაცია მადრიდის "რეალის" ვალების შესახებ, რომლის მიხედვით, კლუბს 90 მილიონი ევრო აქვს გასასტუმრებელი, არასწორი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა AS-ი წერს.

კლუბის დელეგატის ოფიციალურ ანგარიშში მხოლოდ ბანკების მიმართ დავალიანებაა ასახული. "სამეფო კლუბის" საერთო ვალი კი 541 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული თანხა წარმოადგენს "რეალის" ვალდებულებებს ფეხბურთელების, სხვა კლუბების, სახელმწიფოსა და ბიზნესპარტნიორების მიმართ.

ასეთი დიდი ვალი კლუბის შემოსავლის შემცირებამ გამოიწვია.

ბოლო წლების განმავლობაში "რეალის" შემოსავლის ზრდის დადებითი დინამიკა ყოველწლიურად 12%-ს უდრიდა, ხოლო გასულ წელს კლუბმა წინა წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მეტი მოგება მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ "სამეფო კლუბის" უახლოეს გეგმებში "სანტიაგო ბერნაბეუს" მასშტაბური რეკონსტრუქცია მოიაზრება, რომელიც კლუბს, სავარაუდოდ, 400 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული