მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტულ დირექტორს კოლუმბიურ ნარკოკარტელებთან კავშირში ადანაშაულებენ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტულ დირექტორს, ხოსე ლუის კამინეროს კოლუმბიურ ნარკოკარტელებთან კავშირში ადანაშაულებენ.

პოლიციამ კამინერო ჯერ კიდევ 2009 წელს დააკავა, ხოლო იმ დროს მის მანქანაში 58 ათასი ევრო იპოვეს, რომელიც მას, პოლიციის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფებისგან ჰქონდა მიღებული. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ კამინერო წვრილ ბანკნოტებს მსხვილზე ცვლიდა, რომელიც კოკაინის გაყიდვიდან იყო მიღებული. ამის სანაცვლოდ, კამინერო ანაზღაურების სახით, თანხის 3 პროცენტს ღებულობდა.

ამ დროისთვის კამინერო თავდებითაა გამოშვებული, ხოლო მისი საქმე სასამართლოშია გადაცემული. "ატლეტიკოს" სპორტულ დირექტორს 4-წლიანი პატიმრობა და სოლიდური ჯარიმა ემუქრება.

მომზადებულია El Mundo
Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული