თავი კრიშტიანო რონალდომ, ქარიმ ბენზემამ, გარეთ ბეილმა, ისკომ და ალვარო მორატამ გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ "ალმერიასთან" გატანილი გოლი რონალდოსთვის მადრიდულ კლუბის მაისურით ლა ლიგაში 164-ეა და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი ფორვარდი მექსიკელ უგო სანჩესს გაუთანაბრდა.
რონალდომ "ალმერიასთან" მატჩში მოედანი 54-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა და მადრიდული გუნდის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თამაშის შემდეგ მის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
"მგონი თამაში გამოგვივიდა. მნიშვნელოვანია, რომ არ გავუშვით, გუნდი კი ირჯებოდა, როგორც
სანაკრებო ამხანაგური მატჩების შემდეგ შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა და ამის გამო დღეს განსხვავებულად ვითამაშეთ.
კრიშტიანო რონალდოს პრობლემები უმნიშვნელოა და ის სულ მალე მწყობრში იქნება. მას ტკივილი არ აწუხებს, უბრალოდ, ეს გადაღლაა", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური: ანდალუსია ყურადღების ცენტრში