One World Sport: "ბარსელონა" ლიონელ მესის 2015 წელს გაყიდის!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ფორვარდ ლიონელ მესისთან განშორებას იმ დროისთვის აპირებს, როდესაც ტრანსფერის ფასი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს.

One World Sport-ის ჟურნალისტმა დუნკან კასლზმა შეიტყო, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელსაც საფუძვლად პრაგმატული ბიზნესმოდელი უდევს.

ამ მოდელის თანახმად კი, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იმ მომენტში შეელევა თავის საუკეთესო ფეხბურთელს, როდესაც ყველაზე დიდი თანხის მიღების პერსპექტივა ექნება. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ მესის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება და ის 200 მლნ ევროს გადააჭარბებს.

გარდა ფინანსური ინტერესებისა, კლუბში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი თავად
არგენტინელი ვარსკვლავის ქცევაც შეიძლება გახდეს.

ჭორების თანახმად, გუნდის სათავეში ხოსეპ გვარდიოლას ყოფნის დროს მესიმ ვარჯიშზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც პეპმა პერიოდულად თამაშებში მის შეცვლას მიჰყო ხელი.

მესის მზარდი სტატუსი პრობლემებს მოედნის მიღმაც წარმოშობდა. ცნობილია, რომ კონფლიქტური ვითარება შეიქმნა "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ფაუსსა და თავად ფეხბურთელს შორის. არგენტინელმა კლუბს ხელფასის მომატება მოსთხოვა, რათა არ ჩამორჩენოდა კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც "რეალში" სოლიდურ თანხას უხდიან.

"ჩვენ ფეხბურთელის კონტრაქტს ყოველ 6 თვეში არ უნდა ვცვლიდეთ", - უთქვამს მაშინ ფაუსს. ამაზე მესის პასუხი იყო ის, რომ "ბატონ ვიცე-პრეზიდენტს ფეხბურთის არაფერი გაეგება"...

რა და როგორ იქნება, მომავალი გვიჩვენებს. ამ დროისთვის კი არგენტინელი ტრავმის მოშუშების შემდეგ ფორმას აღიდგენს. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლეომ 11 მატჩში ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ ვიმემე გაიხსენოს ქართველი ვარვსკვლავი ფეხბურთელი 17-19 წლის რომ არ გაგუდონ ბოღმით ,იმის მაგივრად რომ ის შეინარჩუნონ და გაზარდონ
puma
11:46 07-01-2014
0
puma! ქართველებმა ერთმანეთის წარმატებით გახარება უნდა ვისწავლოთ! ტალანტები არ უნდა გაგუდონ, მათი დახმარებით თვითონ უფრო ძლიერები უნდა გახდნენ და ამით ტალანტის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყონ ხელი. ასე მუდმივი პროგრესი იქნება და მალე ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით.
guja_kakhadze
13:47 07-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული