Sky Sport24: ჩავი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ "ნიუ იორკ რედ ბულსთან" მოლაპარაკებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport24 ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სავარაუდოდ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ესპანელი ნახევარმცველი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.

გარიგება ჯერ დასრულებული არაა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას თითქმის უკვე მიაღწიეს.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბი "ბარსელონა" კი მას ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემებს არ შეუქმნის მიუხედავად იმისა, რომ ჩავის კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი "ბარსელონას" აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში გაატარა. მის ანგარიშზე სამი მოგებაა ჩემპიონთა ლიგაზე, ორი უეფას სუპერთასზე და 7
ესპანეთის ჩემპიონატში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა მგონია მლს-ში წავიდეს უფრო თბილისის დინამოს უწინასწარმეტყველებენ
Fibonacci
01:28 13-01-2014
0
თბილისის დინამოში სათადარიგოზე მოუწევს ყოფნა. ურჩევნია ბარსელონაში დარჩეს
jondi
10:13 13-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული