25 იანვარს გამართულ შეხვედრაში, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში პორტუგალიელმა 57-ე წუთზე გახსნა, ქარიმ ბენზემამ კი სხვაობა ორბურთიანი 74-ე წუთზე გახადა - 2:0.
კრიშტიანოს თქმით, გუნდი კარგ ფორმაში შევიდა და ამიერიდან სულ უფრო უკეთესად ითამაშებს.
"ჩემი გოლი "რეალისთვის" მნიშვნელოვანი გამოდგა, თუმცა გარკვეულწილად, იმ ეპიზოდში გამიმართლა.
გუნდი კარგ ფორმაშია და თითოეულ მატჩში სულ უფრო რწმუნდება საკუთარ ძალებში.
კი ბატონო,
დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმეები სულ უფრო უკეთესობისკენ წავა", - განუცხადა მატჩის შემდეგ კრიშტიანომ კლუბის ოფიციალურ საიტს.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტურის წინ: ანდალუსიელთა მძიმე მატჩები