რეალი-ესპანიოლი 1:0. იკერ კასილიასის ახალი რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
28 იანვარს ესპანეთის თასის 1/4-ფინალის მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "ესპანიოლს" უმასპინძლა, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ხესემ გაიტანა.

მატჩი გამორჩეული აღმოჩნდა მადრიდელთა მეკარე იკერ კასილიასისთვის, რომელმაც "მშრალი სერიის" გაგრძელება 682 წუთამდე შეძლო. კასილიასს უკვე ზედიზედ 8 ოფიციალური მატჩია, გოლი არ გაუშვია, რაც მადრიდული კლუბისთვის ახალი რეკორდია.

32 წლის ესპანელმა გოლკიპერმა ბოლოს 2013 წლის 27 ნოემბერს გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ კასილიასი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში ჩნდება.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge