ლა ლიგის XII ტური ბილბაოს "ატლეტიკმა" გამარჯვებით გახსნა

AutoSharing Option
21 ნოემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც ბილბაოს "ატლეტიკმა" "ესპანიოლი" მიიღო და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

"სან-მამესზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ფორვარდმა არიც ადურისმა 29-ე წუთზე გახსნა. 44-ეზე ბორხა ვიგერამ "ატლიტიკის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

"ესპანიოლს" იმედები ანდერ იტურასპემ გადაუწურა, რომელმაც სტუმართა კარში მესამე გოლი 78-ე წუთზე შეაგდო.

დარჩენილ დროში "ესპანიოლმა" მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა - 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ვიქტორ სანჩესმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "ატლეტიკი", რომელსაც 15 ქულა აქვს, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე აღზევდა.
ტურის დანარჩენი მატჩები 22, 23 და 24 ნოემბერს გაიმართება (იხილეთ ვრცლად).

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური
შაბათი. 22 ნოემბერი
ატლეტიკო-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: სუარესი, სიკეირა (ატლ)
ტრავმა: კორეა, გამესი (?), მირანდა, მანჯუკიჩი (?) - ამრაბატი, ფერეირა, როსალესი (?), ჩენი, ტისონე
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +11=5-6, (34-24)

ეიბარი-რეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: ლილიო, ნავასი (ეიბ)
ტრავმა: ლეკიჩი, პიოვაკარი (?), ვილა, ანიბარიო (?) - მოდრიჩი, ილიარამენდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ბარსელონა-სევილია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატიო (?), რობერტო (?), ინიესტა (?), მონტოია (?), რაფინია (?) - იბორა (?), ტრემულინა (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +24=9-10, (82-45)

დეპორტივო-რეალ სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: პოშტიგა (დეპ)
ტრავმა: ინსუა (?), ლუკასი, კავალეირო (?), ტოჩე (?), კანელია (?), ფარინია - კასტრო (?), გონსალესი (?), ზურუტუზა (?), გონსალესი (?), პრიეტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +14=9-9, (40-32)

კვირა. 23 ნოემბერი
ვალეკანო-სელტა 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტონიო, ინსუა - პლანასი (?), ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +12=7-5, (32-19)

ლევანტე-ვალენსია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გავილანი (?), მარტინსი (?) - პარეხო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=5-8, (13-27)

ელჩე-კორდობა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნიგესი (?), ხიმენესი, ერერა - კრესპო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +8=6-11, (25-28)

ვილიარეალი-ხეტაფე 00:00
დისკვალიფიკაცია: ალექსისი (ხეტ)
ტრავმა: მუსაჩიო, პაულისტა (?), პერესი, იოკიჩი - ვალერა (?), ვასკესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +12=3-5, (31-23)

ორშაბათი. 24 ნოემბერი
გრანადა-ალმერია 23:45
დისკვალიფიკაცია: პარტეი (ალმ)
ტრავმა: საქსესი (?), მაჩისი, მარე, რობერტო (?) -
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (1-6)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატსა და თასის მატჩებში 1994 წლიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული