ლა ლიგა. გამოტოვებული მატჩი: "რეალი" ოთხი ქულით დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა ლა ლიგის გადმოტანილი მატჩი "რეალსა" და "სევილიას" შორის. ეს შეხვედრა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "რეალის" ასპარეზობის გამო გადაიდო.

მე–12 წუთზე ხამეს როდრიგესმა მარსელოს ჩაწოდების შემდეგ გახსნა ანგარიში. 37-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ხესემ "რეალის" უპირატესობა გააორმაგა. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა იაგო ასპასმა ერთი ბურთი გაქვითა - 2:1.

"რეალს" გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდა: ტრავმები მიიღეს სერხიო რამოსმა და ხამეს როდრიგესმა. მარსელომ ყვითელი ბარათი მიიღო და ის დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება მადრიდულ დერბის "ატლეტიკოსთან".

4 თებერვალი
რეალი-სევილია 2:1
გოლები: 1:0 როდრიგესი
(12), 2:0 ხესე (37), 2:1 ასპასი (80)
რეალი (4-4-2): კასილიასი - არბელოა, ვარანი, ს. რამოსი (9. ნაჩო), მარსელო - ჯ. როდრიგესი (27. ხესე), ხედირა,კროოსი, ისკო (90. ილიარამენდი) - ბეილი, ბენზემა
სევილია (4-3-3): ბეტუ (35. ს. რიკო) -ფიგეირაში, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო - იბორა, კრიხოვიაკი, მბია - დეულოფეუ (54. ა. ვიდალი), ბაკა (67. ასპასი), ვიტოლო
გაფრთხილება: ვარანი, მარსელო - ფიგეირაში, ნავარო, მბია, კარიშო, ვიტოლო
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 9-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-15 (4-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 65 500
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული