ხედირას უკვე შეთანხმებული აქვს მომავალ სეზონში სამშობლოში დაბრუნება. კერძოდ, ის კარიერას "ბაიერნში" განაგრძობს.
ამიტომაც მადრიდში მისი განაცხადიდან ამოგდება გადაუწყვეტიათ, გერმანელს კი ახალწვეული ლუკას სილვათი ჩაანაცვლებენ.
ამას ემატება ხედირას ტრავმა, რომელიც მან ბოლო ტურში მიიღო და სამი კვირით დასვენება ისედაც მოუწევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"