ესპანეთის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩები: "ბარსელონამ" ზედიზედ მეათედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 თებერვალს ესპანეთის "სამეფო თასის" პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ვილიარეალი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ანგარიში ლიონელ მესიმ ტაიმის მიწურულს გახსნა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი მანუელ ტრიგეროსმა გაათანაბრა. თუმცა ანდრეს ინიესტამ მალევე კვლავ დააწინაურა მასპინძლები, 64-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ჟერარდ პიკემ დააფიქსირა.

სხვათა შორის, 71-ე წუთზე 11-მეტრიანიდან ანგარიშში სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა ნეიმარს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული სერხიო ასენხომ მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ", ყველა ტურნირში ერთად, ზედიზედ უკვე მე-10 შეხვედრა მოიგო. ეს კატალონიელთა ყველაზე გრძელი
წარმატებული სერიაა 2010 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 4 მარტს გაიმართება.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბილბაოში "ატლეტიკმა" "ესპანიოლი" მიიღო და მხოლოდ ფრეს გამორჩა.

ანგარიში ბასკებმა მატჩის დასაწყისში, არიც ადურისის გოლით გახსნეს. სტუმრებმა გათანაბრება და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება შესვენებამდე შეძლეს - გატანილი გოლით ვიქტორ სანჩესი გამოირჩა.

ამ წყვილში ყველაფერს 5 მარტს ბარსელონაში გასამართი მატჩი გადაწყვეტს.

ესპანეთი. სამეფო თასი. 1/2-ფინალი. I მატჩები
ბარსელონა-ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 მესი (41), 1:1 ტრიგეროსი (48), 2:1 ინიესტა (49), 3:1 პიკე (64)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ალბა - რაფინია (68. რაკიტიჩი), მასკერანო, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - გასპარი, მუსაჩიო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (50. რუკავინა), პინა, ბრუნო სორიანო (32. ტრიგეროსი), ჩერიშევი (73. მ. გომესი) - ჯოვანი დოს სანტოსი, ვიეტო
შენიშვნა: ნეიმარმა ვერ გაიტანა პენალტი (73)

ბილბაო-ესპანიოლი 1:1
გოლები: 1:0 ადურისი (11), 1:1 სანჩესი (35)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ირაოლა (80. ი. გომესი), გურპეგი, ეჩეიტა, აურტენეჩე - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა (67. ვიგერა), დე მარკოსი, მუნიაინი (67. აკეჩე) - ადურისი
ესპანიოლი (4-4-2): პაუ - არბილია, კოლოტო, ე. მორენო, ფუენტესი - ლ. ვასკესი, ხ. ლოპესი (88. სევილია), ვ. სანჩესი, ვ. ალვარესი (90. მონტანიესი) - სტუანი (70. კაისედო), ს. გარსია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული