შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის შეხვედრა 18 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მადრიდის "რეალის" ცოცხალ ლეგენდას თავის დროზე გელზენკირხენის "შალკეშიც" უთამაშია და მისი აზრი ამ შეხვედრაზე ორმაგად საინტერესოა.
"ამ წყვილში ჩემი ფავორიტი "რეალია", მაგრამ "შალკეს" გამარჯვებასაც არ გამოვრიცხავ.
ვისურვებდი, გელზენკირხენში "შალკემ" მოიგოს, მადრიდში "რეალმა", საბოლოოდ კი შემდეგ ეტაპზე უკეთესი გავიდეს.
კარიერის დიდი ნაწილი "რეალში" გავატარე, მაგრამ "შალკესთანაც" 2 განსაკუთრებული წელი მაკავშირებს და ამ კლუბის
"რეალი" ჩემი სახლია და თუ მომავალში შესაძლებლობა მომეცემა, რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო კლუბისთვის, აუცილებლად დავბრუნდები.
ერთი წლის წინ მადრიდში "ელ საადის" მაისურით მომიწია დაბრუნება და ხალხისგან კვლავ დიდი სიყვარული ვიგრძენი, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.
ახლა მე ფოკუსირებული ვარ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც "ნიუ იორკ კოსმოსი" ჰქვია. ვფიქრობ, აქ მრავალი აღმოჩენის გაკეთებაა შესძლებელი. ამერიკაში ფეხბურთი თანდათან ვითარდება.
შესაძლოა აქ 4 ან 5 წელი გავჩერდე. ვინ იცის, რა მოხდება ამ დროს მადრიდის "რეალში"? ვინ იცის, რა ცვლილებები მოხდება ამ დროის განმავლობაში?", - თქვა რაულმა.
ასევე იხილეთ:
შალკე VS რეალი - მოგება ოცნება იყო, ახლა დაცვაა ოცნება