კრიშტიანო რონალდო "რეალის" ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
22 თებერვალს "ელჩესთან" მატჩში გატანილი გოლით კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში კარლოს სანტილიანას გაუთანაბრდა.

პორტუგალიელმა გოლეადორმა "რეალის" მაისურით 290-ე გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სანტილიანას 645 მატჩი დასჭირდა 290 გოლის გასატანად, რონალდომ კი ამ შედეგის გამეორება 281 თამაშში მოახერხა. ახლა მას მხოლოდ ორი ფეხბურთელი - ალფრედო დი სტეფანო და რაული უსწრებენ.

ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი გააკეთა "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა რაულმა, რომელსაც "რეალის" მაისურით 323 გოლი აქვს გატანილი.

"დარწმუნებული ვარ, რონალდო ჩემს რეკორდს დაამხობს, ისევე, როგორც
მან ეს ჩემპიონთა ლიგაში გააკეთა. ის ახლა ისე თამაშობს "რეალში", რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. იქნება ეს ერთ, ორ თუ სამ წელიწადში, დარწმუნებული ვარ, რონალდო ამას შეძლებს. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე.

რონალდო-მესისა და დანარჩენ მსოფლიოს შორის დიდი სხვაობაა", - უთხრა goal.com-ს რაულმა.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური: სერიის დასასრული [VIDEO]
შალკე-რეალი 0:2 - რონალდო რაულს და მესის გაუტოლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული