პორტუგალიელმა გოლეადორმა "რეალის" მაისურით 290-ე გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ სანტილიანას 645 მატჩი დასჭირდა 290 გოლის გასატანად, რონალდომ კი ამ შედეგის გამეორება 281 თამაშში მოახერხა. ახლა მას მხოლოდ ორი ფეხბურთელი - ალფრედო დი სტეფანო და რაული უსწრებენ.
ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი გააკეთა "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა რაულმა, რომელსაც "რეალის" მაისურით 323 გოლი აქვს გატანილი.
"დარწმუნებული ვარ, რონალდო ჩემს რეკორდს დაამხობს, ისევე, როგორცრონალდო-მესისა და დანარჩენ მსოფლიოს შორის დიდი სხვაობაა", - უთხრა goal.com-ს რაულმა.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური: სერიის დასასრული [VIDEO]
შალკე-რეალი 0:2 - რონალდო რაულს და მესის გაუტოლდა [VIDEO]