ლა ლიგა. XXVI ტური: ბასკებმა მადრიდის "რეალს" იუბილე ჩაუშხამეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბილბაო-რეალი 1:0

7 მარტს ესპანურ ლა ლიგაში 26-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"რიასორზე" "დეპორტივომ" და "სევილიამ" შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზეს და ჯამში 7 გოლი გაიტანეს.

პირველ ტაიმში ორიოლ რიერას გოლს ვიტოლომ ერთით უპასუხა. მეორე ტაიმში ვიტოლომ "სევილია" წინ გაიყვანა, შემდეგ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ფრანგმა კევინ გამეირომ გამოიყენა.

ორიოლ რიერამ "დეპორტივოს" კიდევ ერთხელ მისცა შანსი, მაგრამ ვიტოლოს ჩაწოდება სიდნეიმ საკუთარ კარში ჩაჭრა. "დეპორტივომ" მსაჯის მიერ დამატებულ დროში პენალტი გაიტანა, მაგრამ დამარცხდა - 3:4.

მადრიდის "რეალმა" 113-წლიანი იუბილე გადაიხადა და "ბილბაოს"
ესტუმრა.

ანგარიში თავურით არიც ადურისმა მიკელ რიკოს ჩაწოდების შემდეგ გახსნა. ეს ადურისის მე-10 გოლია პრიმერაში. მერვედ მოხდა, რომ ადურისის გოლი მატჩში პირველი იყო. ის ამ მაჩვენებლით ლიდერ კრიშტიანო რონალდოს დაეწია.

მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მოულოდნელად დაამარცხა "რეალი" - 1:0.

"სამეფო კლუბი" ისევ ლიდერია, თუმცა 8 მარტს შესაძლოა, პირველი ადგილი დაკარგოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი "ბარსელონა" შინ "რაიო ვალეკანოს" დაამარცხებს.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ძალიან დაძაბული მატჩი იყო. "ბილბაო" დაცვაში კომპაქტურად მოქმედებდა და მეტოქემ შეძლო გოლის გატანა.

ჩვენი პრობლემა დაცვაში კი არა შეტევაშია. სწორ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ წინ. ბოლო ორ მატჩში ერთი გოლი გავიტანეთ და ისიც პენალტით. ეფექტურობა გვაკლია. "რეალი" დღეს ძალიან იყო დამოკიდებული ინდივიდუალურ ოსტატობაზე. ნელა ვთამაშობთ, ბურთს ცუდად ვათამაშებთ. საჭიროა, უფრო სწრაფი თამაში".

დეპორტივო-სევილია 3:4
გოლები: 1:0 რიერა (28), 1:1 ვიტოლო (33), 1:2 ვიტოლო (52), 1:3 გამეირო (65-პენ), 2:3 რიერა (72), 2:4 სიდნეი (83 ს. კ.), 3:4 ლ. პერესი (93)

ბილბაო-რეალი 1:0
გოლი: 1:0 ადურისი (26)

ელჩე-ალმერია 1:0
გოლები: 1:0 ვ. როდრიგესი (6)

გრანადა-მალაგა
მიმდინარეობს

1. რეალი - 61 ქულა; 2. ბარსელონა - 59; 3. ატლეტიკო - 54; 4. ვალენსია - 53; 5. სევილია - 49
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ტრადიციასავითაა რეალი იუბილეზე აგებს ხოლმე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული