რეალი-გრანადა 9:1 - კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიქი 8 წუთში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "გრანადას" უმასპინძლა და ანგარიშით 9:1 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში კრიშტიანო რონალდომ კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი შეასრულა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სამი გოლის გატანა 8 წუთში (30-38) მოახერხა. გარდა ამისა, 1992 წლის შემდეგ რონალდოს ჰეთ თრიქი "რეალის" ისტორიაში ყველაზე სწრაფია.

საბოლოოდ კი რონალდომ 5 გოლი გაიტანა. ასევე გოლებით გამოირჩნენ გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა. ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა. ერთი გოლი კი კი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს, რომლის ავტორი დიეგო მაინც
გახდა.

პრესტიჟის გოლის გატანა კი რობერტ იბანეზმა შეძლო.

ამ დროისთვის რონალდო (36) ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის (32) 4 გოლით უსწრებს. "გრანადასთან" მოგების შემდეგ "სამეფო კლუბს" 67 ქულა დაუგროვდა და ლიდერ "ბარსელონას" ქულით ჩამორჩება, თუმცა "ბლაუგრანას" დღეს "სელტას" სტუმრობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
kristiano RONALDO ......super super
eduard
20:49 05-04-2015
0
მაგარია რეალი რონალდო მსოფლიოს საუკეტესო ფეხბურთელი!
gggg
19:38 05-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული