ლიონელ მესი: რაულის სიტყვები დღემდე მახსოვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად რაულის სიტყვები დაამახსოვრდა, როცა ესპანელმა ფორვადმა მას "რეალის" კარში შესრულებული ჰეთ-თრიქი მიულოცა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ჰეთ-თრიქებიდან ის იყო, რომელიც 2007 წელს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩში შევასრულე.

ის განსაკუთრებული იყო, რადგან მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეხვედრაში. გარდა ამისა, ის პირველი იყო ჩემს კარიერაში და ჩემპიონატში პირველი ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა.

მართალია, იმ წელს ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჰეთ-თრიქი იყო. მით უმეტეს, მეტოქე "რეალი" იყო.

მახსოვს, მატჩის შემდეგ ჩემთან რაული მოვი
და და მომილოცა. მისგან ამ სიტყვების მოსმენა ძალიან მაგარი იყო, თან, თუ გავითვალისწინებთ, როგორი დიადი ფეხბურთელი იყო იმ დროს რაული. ამიტომ ეს მომენტი დღემდე მახსოვს", - თქვა მესიმ.

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უთხრა რაულმა ? მიულოცა გასაგებია მარა სათაური ისეთი აქვს უნდა ეწეროს ის სიტყვებიც რომელზეც მესი ამბობს...
ირაკლი
14:09 15-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული