"მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია
მარკო ვერატის ტრანსფერით. იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, "პარი სენ-ჟერმენს" "სამეფო კლუბი" 40 მილიონ ევროს გადაუხდის.
იტალიის ნაკრების ფეხბურთელი პსჟ-ში 2012 წელს გადავიდა.
ადრე ვერატის ნათქვამი აქვს, რომ "რეალის" წინადადებაზე სერიოზულად დაფიქრდება.