ორივე ცენტრალურ მცველთან ხელშეკრულება ახალი სეზონის დაწყებამდე გაფორმდება.
არსებული ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების 29 წლის მცველთან კონტრაქტი 2020 წლამდე დაიდება, ხოლო ფეხბურთელის წლიური ხელფასი 8,5 მლნ ევრო იქნება.
პორტუგალიელთან დაკავშირებით კი ცნობილია ის, რომ 32 წლის მცველი თავის მომავალს მხოლოდ მადრიდულ გუნდში ხედავს და კარიერის დასრულებას სწორედ "რეალში" აპირებს.