"რეალი" რამოსსა და პეპეს კონტრაქტებს უახლოეს მომავალში გაუხანგრძლივებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსთან და პეპესთან კონტრაქტებს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.

ორივე ცენტრალურ მცველთან ხელშეკრულება ახალი სეზონის დაწყებამდე გაფორმდება.

არსებული ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების 29 წლის მცველთან კონტრაქტი 2020 წლამდე დაიდება, ხოლო ფეხბურთელის წლიური ხელფასი 8,5 მლნ ევრო იქნება.

პორტუგალიელთან დაკავშირებით კი ცნობილია ის, რომ 32 წლის მცველი თავის მომავალს მხოლოდ მადრიდულ გუნდში ხედავს და კარიერის დასრულებას სწორედ "რეალში" აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული