"როდესაც დიეგო კოშტა "ალბასეტეს" ღირსებას იცავდა, პორნოგრაფიის ყურება თანაგუნდელების გარემოცვაში მოინდომა. მისი ბინიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, 80 წლის მეზობელი ქალი შეწუხდა და ხმის დაწევა მოითხოვა. ამაზე კოშტამ მიუგო: "თქვენ არ მოგწონთ სიყვარულით დაკავება?".
დიეგო კოშტამ პროფესიონალური კარიერა "ბრაგაში" დაიწყო. 2007 წელს მასზე უფლებები "ატლეტიკომ" გამოისყიდა, თუმცა მომდევნო წლებში ფეხბურთელი იჯარით "ბრაგაში", "სეტლასა" და "ალბასეტეში"