დიეგო კოშტას პორნო ისე ხმამაღლა ჰქონდა ჩართული, 80 წლის მეზობელი შეაწუხა

AutoSharing Option
"ალბასეტეს" პრეზიდენტმა ვისენტე ფერე დელა როსამ ლონდონის "ჩელსის" ფორვარდ დიეგო კოშტას გატაცებებზე ილაპარაკა. მის ნათქვამი კი Independent-ის ჟურნალისტმა სემ უოლესმა გამოაქვეყნა, რომელიც ესპანელი ფეხბურთელის ავტობიოგრაფიის ავტორია.

"როდესაც დიეგო კოშტა "ალბასეტეს" ღირსებას იცავდა, პორნოგრაფიის ყურება თანაგუნდელების გარემოცვაში მოინდომა. მისი ბინიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, 80 წლის მეზობელი ქალი შეწუხდა და ხმის დაწევა მოითხოვა. ამაზე კოშტამ მიუგო: "თქვენ არ მოგწონთ სიყვარულით დაკავება?".

დიეგო კოშტამ პროფესიონალური კარიერა "ბრაგაში" დაიწყო. 2007 წელს მასზე უფლებები "ატლეტიკომ" გამოისყიდა, თუმცა მომდევნო წლებში ფეხბურთელი იჯარით "ბრაგაში", "სეტლასა" და "ალბასეტეში"
გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული