სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" კიდევ 5 წლით რჩება

AutoSharing Option
სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" რჩება, რის სადემონსტრაციოდაც, მხარეებმა ახალი კონტრაქტი შეათანხმეს. ექსსევილიელი კიდევ 5 წლით დარჩება "სამეფო გუნდში" და ხელფასიც, ალბათ, იმდენი ექნება, რამდენიც სურდა.

ბევრის აზრით, რამოსმა შესაძლო წასვლაზე ლაპარაკი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ფლორენტინო პერესისთვის სასურველი კონტრაქტი დაეტყუებინა და, როგორც ჩანს, 29 წლის მცველმა მიზანს მიაღწია კიდეც.

ეს ცუდი ამბავია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", რომელსაც ძალიან სურდა რამოსის ხელში ჩაგდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამოსი "რეალის" ახალი კაპიტანია იკერ კასილიასის წასვლის მერე. როგორც "რეალის" ყველაზე ძველი ბინადარი, იგი გუნდის ახალმა მწვრთნელმა
რაფაელ ბენიტესმა
გააკაპიტნა.

რამოსს, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სევილიიდან" 2005 წელს გადაბარგდა, ესპანეთის ნაკრებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული