კერძოდ, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა მეხუთე ავენიუზე მდებარე "ტრამპ-თაუერის" შენობის ზედა სართულზე 233 კვადრატული მეტრი ფართობის აპარტამენტებში 18.5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება. ადრე ამ ბინაში მილიარდერი ალესანდრო პროტო ცხოვრობდა.
The New York Post-ი აღნიშნავს, რომ ბინის შეძენამ წარმოშვა ინტერესი შემდეგ საკითხთან დაკავშირებით - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი ფეხბურთელი. მისი კონტრაქტი "რეალთან" 2018 წლის ზაფხულში იწურება და პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია
Trump Tower-ი 58-სართულიანი ცათამბჯენია ნიუ იორკში. ის ერთობლივად ააშენეს დონალდ ტრამპმა და სადაზღვევო კომპანია Equitable Life Assurance-მა. ცათამბჯენის მშენებლობა 1983 წელს დასრულდა. აპარტამენტების გარდა, შენობაშია სასტუმრო, ოფისები, ბარები და რესტორნები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"