კერძოდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს "ჩელსი" გაიფორმებს, რომელსაც ეს ტრანსფერი 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი უჯდება.
ასე რომ, ლონდონელებმა ზედ ცხვირწინ ააცალეს პედრო "მანჩესტერ იუნაიტედს", არადა, ბოლო დღეებია, ამ ფეხბურთელის მომავალს სწორედ ლუი ვან გაალის გუნდს უკავშირებდნენ. ამასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია ასეთი იყო: პედრომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სამი დღე მისცა "ბარსელონასთან" შესათანხმებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატალონიაში დარჩებოდა.
როგორც MARCA წერს, ესპანელი უკვე ჩაფრინდა ლონდონში გარიგების დასასრულებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"