ლა ლიგა. I ტური: პრიმერას 31 დეკემბერსაც ვნახავთ

AutoSharing Option
უცნაური გადაწყვეტილება მიიღო პრიმერა დივიზიონის შეფობამ - პირველად, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ესპანეთის ჩემპიონატში მატჩები 31 დეკემბერს გაიმართება.

თავდაპირველად, დაგეგმილი იყო შეხვედრების ჩატარება 3 იანვარს, მაგრამ ლიგის ხელმძღვანელობამ ეს ტური 30-31 დეკემბერს გადმოიტანა. ეს ესპანელებს საშუალებას მისცემს, ჩემპიონატი 2016 წლის 15 მაისს დაასრულონ. შესაბამისად, ესპანეთის ნაკრებს უფრო მეტი დრო ექნება ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ბოლოს პრიმერას პირველობაზე 31 დეკემბერს მატჩები 1990 წელს გაიმართა.

ესპანეთის ჩემპიონატი უახლოეს უქმეებზე დაიწყება. პირველი ტურის მატჩების განრიგი ასეთია:

ლა ლიგა. I ტური
21 აგვისტო
მალაგა-სევილია 22:30

22 აგვისტო
ესპანიოლი-ხეტაფე 20:30
დეპორტივო-სოსიედადი 20:30
ატლეტიკო-ლას პალმასი 22:30
რაიო-ვალენსია 00:30

23 აგვისტო
ბილბაო-ბარსელონა 20:30
სპორტინგი-რეალი 22:30
ლევანტე-სელტა 00:30
ბეტისი-ვილიარეალი 00:30

24 აგვისტო
გრანადა-ეიბარი 22:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული