"მალაგამ" საკუთარ მოედანზე "სევილიას" უმასპინძლა.მატჩი უგოლოდ - ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 69-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან მეორე გაფრთხილებისთვის სტივენ ნ'ზონზი გააძევა.
მომდევნო ტურში "მალაგა" სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება, "სევილია" კი შინ მადრიდის "ატლეტიკოს" მიიღებს.
ლა ლიგის პირველი ტური, რომელიც 4 დღეზეა გაწერილი, ორშაბათს დასრულდება.
ლა ლიგა. I ტური
22 აგვისტო
ესპანიოლი-ხეტაფე 20:30
დეპორტივო-სოსიედადი 20:30
ატლეტიკო-ლას პალმასი 22:30
რაიო-ვალენსია 00:30
23 აგვისტო
ბილბაო-ბარსელონა 20:30
სპორტინგი-რეალი 22:30
ლევანტე-სელტა 00:30
24 აგვისტო
გრანადა-ეიბარი 22:30.