* ახალ სეზონში 4-4 წარმომადგენელი ჰყავთ მადრიდს და ანდალუსიას, 3-3 ვალენსიის მხარეს და ბასკთა ქვეყანას, 2-2 კატალონიასა და გალისიას, თითო - ასტურიას და კანარის კუნძულებს.
* ჩემპიონატში ღია თამაშიდან პირველი გოლი ლუის სუარესმა (ბარსელონა) გაიტანა.
რაფა ბენიტესის დებიუტი მადრიდის "რეალის" თავკაცის პოსტზე ახალ სეზონში წარუმატებელი აღმოჩნდა - "სამეფო კლუბმა" ვერაფერი გააწყო პრიმერაში დაბრუნებულ ხიხონის "სპორტინგთან". საერთოდ, ლა ლიგამ მძიმედ დაიწყო - გოლები ძვირი სანახავი იყო I
უგოლო, მაგრამ საინტერესო
ლა ლიგა 2015/16 წლების სინჯის, ანუ ესპანეთის რიგით 85-ე ჩემპიონატი ანდალუსიაში, "ლა როსალედაზე" დაიწყო. 30 ათასმა მაყურებელმა, რომელთა შორის ქვეყნის სპორტის მინისტრიც იყო, ერთი გოლიც ვერ იხილა, არადა, "მალაგას" ის "სევილია" სტუმრობდა, რომელმაც ათი დღით ადრე თბილისში "ბარსელონას" 4 გოლი გაუტანა. ახლა კი ანდალუსიურ დერბიში უეფას სუპერთასის ფინალისტი გუნდი მხოლოდ იმით გამოირჩა, რომ მისმა ახალწვეულმა სტივენ ნ'ზონზიმ საკუთარ ნახევარზე უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და 69-ე წუთიდან უნაი ემერის გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა.
მიუხედავად ამისა, თამაშს ურიგო არ ეთქმოდა, ხავი გრასიას გუნდმა აჯობა ემერისას, ხოლო შარლესის გოლი საეჭვო ვითარებაში გაუქმდა.
სალვა იწყებს
სალვა სევილია საკმაო ასაკამდე "დაამწნილეს" სევილიის" სარეზერვო გუნდში და მანაც გაცლა არჩია. ის უფრო მეორე სევილიურ გუნდში, "ბეტისში" თამაშით არის ცნობილი, ახლა კი ის "ესპანიოლშია". "კორნელია ელ პრატზე", შეხვედრის მე-3 წუთზე ესპანეთის პირველობის პირველი გოლიც გავიდა - მასპინძლებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს "ხეტაფეს" კარში და სევილიამაც ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა. მეორე ტაიმში ალვარო ვასკესს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმის ნაცვლად ბურთის კარიდან გამოტანა გამოუვიდა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. "რიასორზეც" უგოლო ფრე ვიხილეთ. მოკლედ, ესპანურმა პირველობამ მაინც მძიმედ დაიწყო - "დეპორტივო" დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადს" დაუზავდა. მეკარეებს, ლუქსსა და რულის დიდი ჯაფა არ დადგომიათ. თამაში ოდნავ გამოაცოცხლა "დეპორტივოს" ახალწვეულის, ფედე კარტაბიას გამოსვლამ.
ჯექსონმა ჯერ ვერ ივარგა
ძალიან საინტერესო იყო დიეგო სიმეონეს ახალი ფორმაციის "ატლეტიკოს" ხილვა. პირველ რიგში, საინტერესო იყო, როგორ შეეწყობოდა გუნდს ახალი ფორვარდი ჯექსონ მარტინესი და ამის გასაგებად, ელიტაში დაბრუნებულ "ლას პალმასთან" მატჩზე უკეთესი შემთხვევა რა უნდა ყოფილიყო. ვიტყვით, რომ კოლუმბიელზე უკეთ ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი გაისარჯა, რომელმაც მოუტანა კიდეც სამი ქულა "ლოს კოლჩონეროსს". პირველ ტაიმში მისმა შესრულებულმა საჯარიმომ რიკოშეტით რაულის კარი დალაშქრა - 1:0. ისე, რომ არა სლოვენიელი მეკარის, იან ობლაკის გმირობები, "ლას პალმასი" კანარის კუნძულებზე ძალზე საპატიო და საამაყო ქულას წაიღებდა.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენი მოედანი ცუდ მდგომარეობაშია, რამაც "ლას პალმასთან" თამაშში ხელი შეგვიშალა. თუმცა გუნდის თამაშის ხარისხით მაინც კმაყოფილი ვარ. ჯექსონმა ბევრი იშრომა. როცა ის ბურთს კორპუსით "კეტავს", მცველებს პრობლემები ექმნებათ. მარტინესი კიდევ მოუმატებს".
როტაცია პირველივე ტურში
ნუნუ ესპირიტუ სანტუს სხვა გზა არა აქვს - "ვალენსიის" თავკაცმა ჯერ ერთი ამოცანა უნდა მიიყვანოს ბოლომდე, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა გაიყვანოს, "მონაკოსთან" 3:1 დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ I ტურში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ნუნუმ როტაციას მიმართა! ამის მიუხედავად, "ვალენსიას" მადრიდული თამაშის პირველ ტაიმში სამი გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ფორვარდები, განსაკუთრებით კი, სანტი მინა, სცოდავდნენ. აი, მეორე ტაიმი კი მთლიანად "ელვების" იყო, "ღამურებს" მხოლოდ ერთი საგოლე შანსი შეექმნათ. საბოლოოდ, ფრე 0:0 სავსებით სამართლიანი შედეგია. ძვირი გამარჯვება
ლუის ენრიკეს კრებული "სან მამეს ბარიაზე" შურისძიების წყურვილით გავიდა - რამდენიმე დღის წინ ხომ "ბილბაომ" აჯობა ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში (5:1 ორი მატჩის ჯამში). შეხვედრა "ბარსასთვის" ცუდად დაიწყო, ტრავმა მიიღო დანი ალვეშმა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მალე საკმაოდ საკამათო სიტუაციაში მსაჯმა ლუის სუარესთან ორთაბრძოლაში გორკა ელუსტონდო დაადანაშაულა, მაგრამ ლეო მესიმ პენალტი ვერ გაიტანა - მას გორკა ირაისოსმა აუღო.
ღია თამაშიდან ჩემპიონატის პირველი გოლი სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა, ჟორდი ალბას ჩაწოდებულს დაუმუშავებლად გაუმკლავდა სუარესი. "ბარსამ" ტრავმის გამო მალე სერხიო ბუსკეტსიც დაკარგა. არიც ადურისმა, რომელმაც სუპერთასზე გაამწარა "ბარსა", ამჯერად ვერაფერი გაახერხა - 0:1.
ლა ლიგა. I ტური
21 აგვისტო
მალაგა-სევილია 0:0
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ანხელერი, ბოკა - ორტა (80. ხუან კარლოსი), ტისონე, დარდერი (85. ანიორი), ამრაბატი - შარლესი, კოპი (67. დუდა)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, რამი, კრიხოვიაკი, ტრემულინასი - იბორა, ნ'ზონზი - ხ. რეიესი (65. კონოპლიანკა), ბანეგა (73. მარიანო), ვიტოლო - გამეირო (81. იმობილე)
გაფრთხილება: დარდერი, შარლესი, ბოკა - რამი, ნ'ზონზი, მარიანო, ბეტო
გაძევება: ნ'ზონზი (69)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 25-10 (5-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 30 372
22 აგვისტო
დეპორტივო-სოსიედადი 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე, ლოპო, სიდნეი, ფ. ნავარო - ბორხესი, მოსკერა - ხუანფრანი (74. ფ. კარტაბია), ფაირი, კანი (63. რიერა) - ლ. პერესი
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა, პარდო - ჩაბი პრიეტო, ველა (88. გ. კასტრო), ბრუმა (85. კანალესი) - ჟონათასი
გაფრთხილება: მოსკერა, ლაურე, ლოპო - ზალდუა, ბერგარა
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-9 (5-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 24 043
ესპანიოლი-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 სევილია (3)
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - არბილია, ა. გონსალესი (77. ბურგუი), როკო, დუარტე - ხ. ლოპესი, ვ. სანჩესი - მონტანიესი, სევილია (58. ხერარდი), ვ. ალვარესი - კაისედო (69. კანიასი)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ალექსისი, ვერხინი, ვიგარაი - ხ. როდრიგესი (67. მედრანი), ლასენი - პედრო ლეონი (77. ნიეტო), სარაბია (62. ბუენდია), ვ. როდრიგესი - ა. ვასკესი
გაფრთხილება: არბილია, სანჩესი - ვერხინი, სარაბია, ლეონი, მედრანი
გაძევება: ვერხინი (82)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 4-14 (2-3); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 16 248
ატლეტიკო-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (16)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, გაბი, ო. ტორესი (65. კორეა) - ჯ. მარტინესი (59. ფ. ტორესი), გრიზმანი (81. რ. გარსია)
ლას პალმასი (5-4-1): რაული - სიმონი, აიტამი, ალკარასი, ბიგასი, დ. კასტელიანო (80. ვილიან ჟოზე) - მესა (64. მომო), ერნანი (63. ვ. გომესი), ხ. კასტელიანო, ვიერა - არაუხო
გაფრთხილება: ხუანფრანი, ფ. ტორესი -
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14-8 (3-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 45 107
ვალეკანო-ვალენსია 0:0
რაიო ვალეკანო (4-4-2): ტონიო - ტიტო, დ. ლორენტე, ზე კაშტრო, ნ. მარტინესი - ებერტი, ტრაშორასი, ბაენა, ბებე (73. ფარინია) - მიკუ (67. ბანგურა), მანუშო
ვალენსია (4-3-3): რაიანი - კანსელო, მუსტაფი, ვეზუ, ორბანი - დანილო, ფუეგო, დე პაული (73. როდრიგო) - მინა (69. ბარაგანი), ნეგრედო, პიატი (61. ბაკალი)
გაფრთხილება: ტიტო, მანუშო, მარტინესი - მუსტაფი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 8-10 (3-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 9 606
23 აგვისტო
ბილბაო-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ლ. სუარესი (54)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ელუსტონდო, ლაპორტი, ბალენსიაგა (50. ბოვედა) - მ. რიკო (63. გურპეგი), ბენიატი - სუსაეტა, ერასო, მერინო (63. ი. გომესი) - ადურისი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში (19. ს. რობერტო), მასკერანო, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (68. ბარტრა), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, რაფინია (82. რამირესი)
გაფრთხილება: ელუსტონდო, ერასო, ი. გომესი - რაკიტიჩი, ვერმალენი, სუარესი
შენიშვნა: მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (31)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 8-10 (2-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 53 289
სპორტინგი-რეალი 0:0
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ესპინოსა, ი. ლოპესი - ს. ალვარესი, კასესი - კარმონა (86. აიტ-ატმანე), სანაბრია, ხონათანი (77. მენენდესი) - გერერო (72. მუნისი)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო (84. კარვახალი), ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო (71. კოვაჩიჩი) - ხესე (56. ხ. როდრიგესი), რონალდო, ბეილი
გაფრთხილება: კასესი, კარმონა, ხონათანი, ალვარესი -
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 20-4; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-27 (0-8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 28 105
ლევანტე-სელტა 1:2
გოლები: 0:1 ორელიანა (41), 1:1 ვერსა (55), 1:2 ი. ლოპესი (77 ს. კ.)
ლევანტე (5-3-2): რუბენი - ი. ლოპესი (78. მორალესი), ტრუხილიო, სიმაო, ხუანფრანი, ტონიო - ხოსე მარი (71. ვ. კასადესუსი), ვერსა, კამარასა (81. რუბენ გარსია) - ღილასი, დეივერსონი
სელტა (4-3-3): ბლანკო (86. დიასი) - მალიო (69. გუიდეტი), კაბრალი, ფონტასი, ხონი (94. პლანასი) - ორელიანა, ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი - ვასი, ასპასი, ნოლიტო
გაფრთხილება: მორალესი - ხონი, ფონტასი, გუიდეტი
გაძევება: სიმაო (5)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 10-16 (2-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 12 000
ბეტისი-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 სოლდადო (31), 1:1 რ. კასტრო (87)
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, კაბრერა, პეცელა, ვარგასი - სეხუდო (65. სებალიოსი), ჩ. ტორესი, ნდიაი (76. ფ. რუისი), პორტილიო - მოლინა (81. რენელია), რ. კასტრო
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მ. გასპარი, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - ლეივა, პინა, ბრუნო, კასტილიეხო (77. ტრიგეროსი) - ლეო ბაპტიშტაო (61. ბაკამბუ), სოლდადო (67. სამუელი)
გაფრთხილება: კაბრერა, სეხუდო, პეცელა - კასტილიეხო
გაძევება: ბრუნო (92)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-26; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 22-8 (6-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 38 572
24 აგვისტო
გრანადა-ეიბარი 22:30
მომდევნო ტური
28 აგვისტო:
ვილიარეალი-ესპანიოლი.
29 აგვისტო:
რეალ სოსიედადი-სპორტინგი, ბარსელონა-მალაგა, სელტა-რაიო ვალეკანო, რეალი-ბეტისი.
30 აგვისტო:
ეიბარი-ბილბაო, სევილია-ატლეტიკო, ვალენსია-დეპორტივო, ხეტაფე-გრანადა, ლას პალმასი-ლევანტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"