"სამეფო კლუბი" და "სოსიედადი" 25 წლის ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებაში სავალდებულო პუნქტია ჩადებული, რომლის მიხედვით, "სოსიედადმა" ფეხბურთელი 2016 წლის ივნისში 16 მილიონ ევროდ უნდა გამოისყიდოს, იუწყება გამოცემა AS-ი.
აქვე გეტყვით, რომ ილიარამენდი "სოსიდადიდან" "რეალში" 2013 წელს 30 მილიონ ევროდ გადავიდა.