ესპანეთის ნაკრები: კოშტა და მატა დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრები 5 სექტემბერს ოვიედოში სლოვაკეთს მასპინძლობს, ხოლო 8 სექტემბერს მაკედონიას სტუმრობს.

ამ შეხვედრისთვის ვისენტე დელ ბოსკემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: იკერ კასილიასი (პორტუ), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), სერხიო რიკო (სევილია).

მცველები: ხუანფრან ტორესი (ატლეტიკო), ჟერარდ პიკე, მარკ ბარტრა, ჟორდი ალბა (ყველა ბარსელონა), დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე რეალი), ხუან ბერნატი (ბაიერნი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი).

ნახევარმცველები: კოკე (ატლეტიკო), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე ბარსელონა), ისკო ალარკონი (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), ვიტოლო (სევილია), სანტი კასორლა (არსენალი), ხუან
მატა (მანჩესტერი)

თავდამსხმელები: პაკო ალკასერი (ვალენსია), დიეგო კოშტა, პედრო როდრიგესი (ორივე ჩელსი), დავიდ სილვა (სიტი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული