ლა ლიგა. II ტური: მადრიდული ფიესტები [VIDEO]

AutoSharing Option
* "მალაგასთან" თამაშის წინ "ბარსელონამ" თბილისში მოგებული სუპერთასი გამოიტანა, ხოლო ლეო მესიმ - ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
* თომას ვერმალენმა "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
* ფერნანდო ლორენტემ "სევილიაში" სადებიუტო მატჩი გამართა.

უცნაური სიტუაციაა - 2 ტური, 180-180 წუთი აქვთ ნათამაშები კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის, მაგრამ მათ ჯერ გოლი ვერ გაუტანიათ. არადა, ამ ტურში მათ 5-5 ზუსტი დარტყმა განახორციელეს მეტოქეთა კარში. როდემდე გაგრძელდება სუპერვარსკვლავების მშრალი სერია?

სოლდადოს ცხრიანი
"ელ მადრიგალის" მატჩს ორი გმირი ჰყავ
და, ინგლისიდან უსახელოდ მობრუნებული რობერტო სოლდადო და "ბურსას" ყოფილი ფორვარდი სედრიკ ბაკამბუ. 30 წლის სოლდადომ 67-ე წუთზე სამუელის პასით გაათანაბრა ანგარიში, მატჩის მიწურულს კი ორი შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა 24 წლის ფრანგს, რომელმაც ორივე გამოიყენა - 3:1 "ვილიარეალის" სასარგებლოდ.

არადა, "ესპანიოლი" უკვე მე-5 წუთზე დაწინაურდა, როცა სტუმრებმა ვიქტორ რუისის ტრავმით ისარგებლეს. ცენტრალურ მცველს სისხლი მოსდიოდა და მსაჯმა მას მოედნის დატოვება უბრძანა. სანამ მას მკურნალობდნენ, მორენომ მეკარესთან პირისპირ ფელიპე კაისედო გაიყვანა და 26 წლის ეკვადორელმაც ანგარიში გახსნა. საერთო ჯამში, მარსელინო გარსიას გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა საკუთარი გულშემატკივარი ბოლო წუთებამდე ანერვიულა.

"ტოტენჰემში" გატარებული უიღბლო პერიოდის შემდეგ სოლდადომ ორ მატჩში ორ-ორი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი. "მარკამ" "ესპანიოლთან" მისი თამაში 9-იანით შეაფასა.

ყოჩაღ, აბელარდო!
"ანოეტა" შინ დაბრუნებულ ასიერ ილიარამენდის ოვაციებით შეეგება. "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმაც კარგად ითამაშა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დევიდ მოიესის გუნდს აბელარდო ფერნანდესის "სპორტინგისთვის" მოეგო - 0:0. ასტურიელებმა ბასკებს ბევრი პრობლემა შეუქმნეს, კარგად ითამაშეს ბერნარდომ და ლუის ერნანდესმა, საიმედო იყო მეკარე ივან კუელიარიც. მოკლედ, "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი აბელარდო აშკარად შესაქებია, ხიხონელები კიდევ ბევრს გაამწარებენ.

არც ერთი სიტყვა მესიზე
"ბარსელონა" გადარჩა - არა, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" უპირატესობა აშკარა იყო და "მალაგა" ლამის 11 კაცით იცავდა თავს და ყველა მაჩვენებლით სჯობდა ანდალუსიურ მეტოქეს, მაგრამ ბოლოსკენ სტუმრებს შეეძლოთ გათანაბრება და "კამპ ნოუდან" სენსაციური ქულის წაღება.

მანამდე კი იყო ლუის სუარესის არჩათვლილი გოლი, შემდეგ კი მისივე ჩაწოდება, რომელსაც მოჰყვა თომას ვერმალენის პირველი გოლი "ბარსას" მაისურით. სხვათა შორის, როცა ბელგიელს თამაშის შემდეგ ჰკითხეს, რატომ არ აღნიშნე გოლიო, მან უპასუხა - ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაა და მოფიქრებული არც მაქვს, როგორ აღვნიშნო გოლის გატანაო.

მასპინძლებს ყბაყურამორჩენილი ნეიმარი დაუბრუნდათ. ვერ ვიტყვით, რომ "ბარსელონამ" კარგად ითამაშა, ამის თქმა მხოლოდ ინიესტასა და სუარესზე თუ შეიძლება. ბოლოს კი შარლესმა "ბარსას" დაცვაში უყურადღებობა აპატია - 1:0.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ სწორედ ასე არის საჭირო თამაში. თქვენი არ ვიცი და მე კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით დაცვაში. მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი ახლახან დაგვიბრუნდა, მან მაღალ დონეზე ითამაშა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ელვების" მორიგი რბევა "ბალაიდოსზე"
გასულ სეზონში "ბალაიდოსზე" "რაიო ვალეკანო" 1:6 შერცხვა. ალბათ, რაღაც მსგავსი წარმოუდგათ თვალწინ მადრიდელთა ქომაგებს, როცა მეკარე ტონიომ დანიელ ვასი მოცელა. ტონიომ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო "ბარსაში" დასაბრუნებლად გამზადებულმა ნოლიტომ პენალტი გაიტანა.

"ელვებმა" ამჯერადაც დიდი ანგარიშით დათმეს - 0:3. ნოლიტოს ანგარიშზე დუბლია. გაიტანა კიდევ ერთმა ექსბარსელონელმა, მცველმა ანდრეუ ფონტასმა. ბევრისთვის მოულოდნელად, ედუარდო ბერისოს გუნდი ორი თამაშიდან ქულათა მაქსიმუმით ლიდერთაგანია.

ლამაზ-ლამაზი გოლებით
რაფა ბენიტესს უგოლობას ახსენებდნენ და თითქოს, "ბეტისის" ფეხბურთელებმა კრიშტიანო რონალდოს შეჩერება შეძლეს, მაგრამ გარეთ ბეილმა მალევე დაიწყო სევილიელთა რბევა და მანვე დაასრულა ის ულამაზესი გოლებით. შუაში იყო არანაკლები სილამაზის გოლები ხამეს როდრიგესის (დუბლი) და ქარიმ ბენზემას შესრულებით - 5:0.

რაფა ბენიტესი (რეალი): "ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს - ბეილი, ხამესი, კრიშტიანო... ყოჩაღ მათ! რონალდო ყველაზე ხშირად ურტყამს კარში და გოლებს აუცილებლად გაიტანს ახლო მომავალში. როდრიგესის ოსტატობაში ეჭვი, ალბათ, არავის ეპარება. ძალიან მომეწონა ბიჭების მონდომება და განწყობა, მაგრამ არ მომეწონა, რომ მეტოქეს რამდენიმე მომენტი შევაქმნევინეთ. კარგია, რომ ერთხელ კეილორმა გვიხსნა აშკარა გოლისგან, მაგრამ, იმედია, მას მომავალში უფრო ცოტა სამუშაო ექნება. საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი დავრჩი".

პეპე მელი (ბეტისი): "რეალმა" მეორე გოლი არარსებული საჯარიმოდან გაიტანა. უბრალოდ, ხაფანგში მოვხვდით და თან ეს ამ შეხვედრაში მეორედ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, მთელი გეგმები მე-2 წუთზე გაშვებულმა ბურთმა ჩაგვიშალა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბასკური დერბი
ეს იმ "ატლეტიკის" აჩრდილი იყო, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინათ "ბარსელონა" 4:0 გაანადგურა. "ეიბარმა" დერბიში მოიგო და თანაც, სავსებით დამსახურებულად. 33-ე წუთზე აიმერიკ ლაპორტმა საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა მეტოქე და საულ ბერხონმა ცენტრში გაუტანა გორკა ირაისოსს, რომელმაც წინა ტურში პენალტი ლეო მესის აუღო. 61-ე წუთზე ბერხონმა კუთხური მოაწოდა და გოლი თავით ადრიან გონსალესმა გაიტანა - 2:0.

ცენტრალური მატჩი და სხვები
ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ - "სანჩეს პისხუანზე" დიდებული მატჩი გაიმართა. თუმცა ერთი ფაქტია - "სევილიის" მონდომების მიუხედავად, უნაი ემერი პირწმინდად დაჩაგრა მისმა ვიზავიმ, დიეგო სიმეონემ. გოლები კოკემ, გაბიმ და ჯექსონ მარტინესმა გაიტანეს - 0:3.
"მესტალიაზე" 10 კაცით დარჩენილმა "ვალენსიამ" ბოლოს კი გაიტანა (პაკო ალკასერი), მაგრამ თანამსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა და 1:1 ძალაში დარჩა. "ვალენსიამ" ორ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. II ტური
28 აგვისტო
ვილიარეალი-ესპანიოლი 3:1
გოლები: 0:1 კაისედო (5), 1:1 სოლდადო (67), 2:1 ბაკამბუ (87), 3:1 ბაკამბუ (93)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - ნაუელ ლეივა, პინა (76. ჯონათან დოს სანტოსი), ტრიგეროსი, ს. კასტილიეხო (64. სამუელი) - ლეო ბაპტიშტაო (64. ბაკამბუ), სოლდადო
ესპანიოლი (4-4-2): პაუ - არბილია, ა. გონსალესი, რაილიო, დუარტე - მონტანიესი (57. ე. პერესი), ხ. ლოპესი, ვ. სანჩესი, ვ. ალვარესი (85. ბურგუი) - მორენო, კაისედო (73. კანიასი)
გაფრთხილება: ბაილი - პაუ, ხ. ლოპესი, მონტანიესი, კაისედო, რაილიო, არბილია
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 14-4 (4-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 16 698

29 აგვისტო
სოსიედადი-სპორტინგი 0:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ილიარამენდი (75. ბერგარა), პარდო - ჩაბი პრიეტო (71. კანალესი), ველა, ბრუმა (71. გ. კასტრო) - ჟონათასი
სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ესპინოსა, ი. ლოპესი - კარმონა (56. ჰალილოვიჩი), ს. ალვარესი (68. მასკარელი), კასესი, ხონათანი - გერერო (77. მუნისი), სანაბრია
გაფრთხილება: ილიარამენდი, ელუსტონდო, დე ლა ბელია, ბერგარა - ლორა, ალვარესი, ხონათანი, კუელიარი, ჰალილოვიჩი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-7 (1-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 22 478

ბარსელონა-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ვერმალენი (73)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო, მასკერანო, ვერმალენი (90. მატიო), ალბა - რაკიტიჩი (63. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (87. რამირესი)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი (25. ალბენტოსა), მ. ტორესი - ტისონე, რესიო - ორტა (73. ანიორი), ამრაბატი (54. შარლესი), ხუან კარლოსი - კოპი
გაფრთხილება: - რესიო, ტისონე, ტორესი
კუთხური: 15-2; ჯარიმა: 4-21; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 22-4 (13-1); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 80 812

სელტა-ვალეკანო 3:0
გოლები: 1:0 ნოლიტო (11-პენ), 2:0 ნოლიტო (50), 3:0 ფონტასი (88)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი (70. პლანასი) - ვასი (85. რადოია), ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი (78. გუიდეტი) - ორელიანა, ასპასი, ნოლიტო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ქუინი, დ. ლორენტე, ზე კაშტრო (25. ამაია), ნაჩო - ტრაშორასი, ბაენა - ბანგურა, ებერტი, ბებე (10. ხუან კარლოსი) - მანუშო (72. მიკუ)
გაფრთხილება: ნოლიტო, ხონი - მანუშო, ტრაშორასი
გაძევება: ტონიო (9)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 11-3 (7-0); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 17 606

რეალი-ბეტისი 5:0
გოლები: 1:0 ბეილი(2), 2:0 ხ. როდრიგესი (39), 3:0 ბენზემა (47), 4:0 ხ. როდრიგესი (50), 5:0 ბეილი (89)
რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი (64. კაზემირო), მოდრიჩი (74. კოვაჩიჩი) - ხ. როდრიგესი, ბეილი, რონალდო - ბენზემა (53. ისკო)
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, პეცელა, გონსალეს კაბრერა, მოლინერო (46. მოლინა) - სეხუდო, ხ. ტორესი, ნდიაიე (81. პეტროსი), ხ. ვარგასი - სებალიოსი (53. დიგარი), რ. კასტრო
გაფრთხილება: კროოსი, ვარანი, კაზემირო - ვარგასი, მოლინერო, ტორესი
შენიშვნა: კასტრომ ვერ გაიტანა პენალტი (61)
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21-7 (11-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 70 876

30 აგვისტო
ეიბარი-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ბერხონი (34-პენ), 2:0 ა. გონსალესი (61)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ლუნა - დ. გარსია, ა. გონსალესი (79. არუაბარენა) - კეკო, ესკალანტე, ბერხონი (76. ხუნკა) - ენრიჩი (84. ბასტონი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა, ეჩეიტა, ლაპორტი, ლეკუე (46. საბინი) - გ. ელუსტონდო, ბენიატი - დე მარკოსი, ერასო (63. აკეჩე), ი. გომესი (46. სუსაეტა) - ადურისი
გაფრთხილება: ესკალანტე, დოს სანტოსი - გომესი, ლაპორტი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-9 (8-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 4 500

სევილია-ატლეტიკო 0:3
გოლები: 0:1 კოკე (35), 0:2 გაბი (78), 0:3 ჯ. მარტინესი (85)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, რამი, კარიშო (69. გამეირო), ტრემულინა - იბორა (66. კრონ-დელი), კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა, ხ. რეიესი (66. კონოპლიანკა) - ფ. ლორენტე
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, გამესი - ო. ტორესი (70. ფერეირა), გაბი, ტიაგო, კოკე (64. ს. ნიგესი) - გრიზმანი, ფ. ტორესი (78. ჯ. მარტინესი)
გაფრთხილება: კრიხოვიაკი, ბანეგა, კონოპლიანკა - ტიაგო, გოდინი, გრიზმანი, ხუანფრანი
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 25-17 (7-7); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 38 976

ვალენსია-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ლ. პერესი (39), 1:1 ნეგრედო (45)
ვალენსია (4-3-3): რაიანი - ბარაგანი, მუსტაფი, ვეზუ, გაია - დანილო (62. პარეხო), ფუეგო, დე პაული - მინა (63. ფეგული), ნეგრედო (76. პ. ალკასერი), როდრიგო
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - ბორხესი, მოსკერა - ხუანფრანი (72. ხ. როდრიგესი), ლუის ალბერტო (29. ლუიზინიო), ფაირი - ლ. პერესი
გაფრთხილება: დანილო, ბარაგანი, დე პაული -
გაძევება: ბარაგანი (84)
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-12 (5-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 700

ხეტაფე-გრანადა 1:2
გოლები: 0:1 ელ არაბი (26-პენ), 0:2 საქსესი (29), 1:2 ლაფიტა (80)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ველასკესი, ალექსისი, ვიგარაი - მედრანი (76. მ. გომესი), ლასენი - პედრო ლეონი (62. ლაფიტა), ბუენდია (69. ვანდერსონი), ვ. როდრიგესი - ა. ვასკესი
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - რ. პერესი, კრჰინი - საქსესი (65. ე. მენდესი), მარკესი, როჩინა (62. ბიფუმა) - ელ არაბი (81. პიტი)
გაფრთხილება: ბუენდია, ველასკესი, სუარესი, ალექსისი, ვასკესი - მარკესი, ბირაგი, პიტი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-9 (4-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 9 000

ლას პალმასი-ლევანტე 0:0
ლას პალმასი (5-4-1): ვარასი - სიმონი, ალკარასი, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო - მესა (88. ვილიამ ჟოზე), ერნანი, კულიო, ვიერა (84. ელ ჟარი) - არაუხო
ლევანტე (5-3-2): რუბენი - ი. ლოპესი, ტრუხილიო, ფედალი, ხუანფრანი, ტონიო - ხოსე მარი (59. ვ. კასადესუსი), ვერსა, კამარასა - ღილასი (90. ლერმა), დეივერსონი (72. როხერი)
გაფრთხილება: კულიო, მესა - დეივერსონი, რუბენი, ხუანფრანი, ლოპესი
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-3 (2-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 19 057

მომდევნო ტური
11 სექტემბერი:
ლევანტე-სევილია.

12 სექტემბერი:
ესპანიოლი-რეალი, სპორტინგი-ვალენსია, ატლეტიკო-ბარსელონა, ბეტისი-რეალ სოსიედადი.

13 სექტემბერი:
გრანადა-ვილიარეალი, ბილბაო-ხეტაფე, სელტა-ლას პალმასი, მალაგა-ეიბარი.

14 სექტემბერი:
რაიო ვალეკანო-დეპორტივო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული