დავიდ დე ხეას ტრანსფერი მადრიდის "რეალში" ბოლო წამებში ჩაიშალა

AutoSharing Option
ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეას ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდის "რეალში" ბოლო მომენტში ჩაიშალა. არადა, 1-ელ სექტემბრამდე ცნობილი იყო, რომ მადრიდული კლუბი ინგლისურთან ყველაფერზე შეთანხმდა.

მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რისი მიზეზიც ტექნიკური პრობლემები გახდა - ერთ-ერთი ვერსიით, "რეალმა" საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტები სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დედლაინზე 20 წამით გვიან გადაგზავნა, სისტემამ კი ის აღარ მიიღო.

მეორე ვერსიით, საჭირო საბუთების გადაგზავნა მანჩესტერულმა გრანდმა დააგვიანა.

ახლა ორივე კლუბი ცდილობს, დაიყოლიოს ფიფა ტრანსფერის დამტკიცებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდება.

გარიგების თანახმად, "რეალს" გოლკიპერის სანაცვლოდ "იუნაიტედისთვის"
25 მლნ ევრო უნდა გადაეხადა და თან, მეკარე კეილორ ნავასი დაეთმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული