"სამეფო კლუბმა" არ მოისურვა დაემტკიცებინა ის ფაქტი, რომ ლა ლიგაში მეკარის რეგისტრაციისთვის ტრანსფერის დამადასტურებელი დოკუმენტები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაგზავნა.
ამრიგად, ესპანეთის ნაკრების მეკარე 2015/16 წლების სეზონს "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარებს და იქ კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს. შესაბამისად, "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი, რომელიც ინგლისში დე ხეას სანაცვლოდ უნდა გადაბარგებულიყო, მადრიდში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმებული ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის მიზეზი "რეალის" მხრიდან სათანადო დოკუმენტაციის დაგვიანებით გაგზავნა გახდა.