ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრებთან კონტრაქტს აღარ გავაგრძელებ

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თანამდებობის დატოვებას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებს.

ამასთან, კონტინენტის მოქმედი ჩემპიონების 64 წლის მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ევრო 2016-ის ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ ევროშესარჩევის C ჯგუფს სათავეში ესპანეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები 18-18 ქულით უდგანან. 15 ქულა აქვს მესამეადგილოსან უკრაინას.

"თუკი კონტრაქტის გახანაგრძლივებას შემომთავაზებენ, ალბათ, უარს ვიტყვი. ვფიქრობ, აჯობებს, რომ მოქმედი კონტრაქტი ამოვწურო, პირნათლად შევასრულო დაკისრებული ამოცანა და 2016 წელს დავასრულო მუშაობა. გადაჭრით ჯერ ვერაფერს ვიტყვი,
თუმცა თანამშრომლობაზე წინადადებას, ალბათ, აღარ მივიღებ", - აქვეყნებს დელ ბოსკეს ნათქვამს Cope.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) ხელმძღვანელობა კმაყოფილია დელ ბოსკეს მუშაობით და მასთან შეთანხმების 2018 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული