მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა, კრიშტიანო რონალდო "პარი სენ-ჟერმენში" გაყიდოს, თუკი ეს უკანასკნელი კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას, 1 მილიარდ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ Goal.com იუწყება.
"თუკი პსჟ-ს კრიშტიანო რონალდო სურს, ყველაფერი ძალიან მარტივია: მის სანაცვლოდ ერთი მილიარდი ევროა გადასახდელი. ამაზე ნაკლებ თანხაზე ამ ფეხბურთელს არ შეველევით, ხოლო კონტრაქტი "რეალთან" მას კიდევ სამი წლით აკავშირებს", - თქვა პერესმა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარიზული კლუბი 30 წლის კრიშტიანოს სანაცვლოდ 150 მლნ ევროს ჩამოდიოდა, თუმცა მადრიდელებმა მოლაპარაკებების გამართვაზე უარი თქვეს.
17:02 10-09-2015
პერესი: გადაგვიხადოს პსჟ-მა 1 მლრდ ევრო და წაიყვანოს კრიშტიანო რონალდო
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული