მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე სტუმართა ჰავბეკმა სტივენ ნ'ზონზიმ გახსნა. წონასწორობა "ლევანტეს" ნახევარმცველმა ვიკტორ კამარასმა 58-ე წუთზე აღადგინა.
სამ-სამი ჩატარებული მატჩის შემდეგ ამ გუნდებს 2-2 ქულა აქვთ. სატურნირო ცხრილის სათავეში კი 6-6 ქულით "სელტა", "ეიბარი", მადრიდის "ატლეტიკო" და "ბარსელონა" არიან.
პრიმერა დივიზიონის ოთხ დღეზე გაწერილი ტური ორშაბათს, 14 სექტემბერს დასრულდება.
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. III ტურის წინ: ბარსელონოლოგი "ბარსელონას" წინააღმდეგ