ლა ლიგა. III ტური: "ლევანტე" და "სევილია" ქულას დასჯერდნენ

AutoSharing Option
11 სექტემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტური ვალენსიაში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ლევანტემ" "სევილიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე სტუმართა ჰავბეკმა სტივენ ნ'ზონზიმ გახსნა. წონასწორობა "ლევანტეს" ნახევარმცველმა ვიკტორ კამარასმა 58-ე წუთზე აღადგინა.

სამ-სამი ჩატარებული მატჩის შემდეგ ამ გუნდებს 2-2 ქულა აქვთ. სატურნირო ცხრილის სათავეში კი 6-6 ქულით "სელტა", "ეიბარი", მადრიდის "ატლეტიკო" და "ბარსელონა" არიან.

პრიმერა დივიზიონის ოთხ დღეზე გაწერილი ტური ორშაბათს, 14 სექტემბერს დასრულდება.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. III ტურის წინ: ბარსელონოლოგი "ბარსელონას" წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული