დღეს პრიმერაში "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დებიუტი შედგება

AutoSharing Option
Marca-ს ცნობით, "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში დღეს, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში შედგება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გერმანელი გოლკიპერი კატალონიურ კლუბში ერთი წლის უკან გადავიდა.

პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში "ბარსელონას" კარს კლაუდიო ბრავო იცავდა, ტერ შტეგენი კი მოედანზე თასისა და ევროთასის შეხვედრებში გამოდიოდა. თუმცა, დღეს ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, რისი მიზეზიც ბრავოს ტრავმაა.

"ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება მადრიდში, თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული